|
2017-05-25 13:22:30, 1872 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: იქნება სპეციალური გზავნილი ალიანსისადმი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თბილისში 26-29 მაისს დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა. დოლიძის შეფასებით, ამ მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ნატო-ს ყველა წევრისადმი და საქართველოსადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. მისივე განმარტებით, სამიტს მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ მასზე მიიღება საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტი, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერისადმი. გარდა ამისა, სახელწმიფო მინისტრის განმარტებით, იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს: „როგორც მოგეხსენებათ, 26-29 მაისის ჩათვლით, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, პარლამენტის შენობაში, გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გასვლითი სხდომა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი ღონისძიება და ამავე დროს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე ნატო-ს ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინაც განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დღესაც აღინიშნა საქართველოსადმი ძალიან დიდი, მკაფიო და მკვეთრი ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადება ასევე გააკეთეს სხვა მაღალმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმ. ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტეხნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება. იმედი მაქვს, ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის, რა თქმა უდნა, პოლიტიკური განცხადება, მივა ბოლომდე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ამის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ექნება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)