|
2017-05-25 11:37:59, 2183 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. "NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება საქართველოში. ეს არის საგაზაფხულო სესია. უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება არის უმნიშვნელოვანესი”,-აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ასევე კარგია, რომ 2018 წელს საქართველოში ჩაინიშნა ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო სესიის ჩატარება. „საქართველო უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე. ეს იქნება, პირველ რიგში, ჩვენი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება და ასევე საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)