13:52 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:28:00, 2023 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ფარცხალაძე-თორდიას გარშემო არსებულ ვითარებაში იკვეთება, რომ სიმართლე ცალმხრივი არ არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი მზადაა, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს. 

როგორც ბესელიამ აღნშნა. ვითარებაში, რაც ფარცხალაძე-თორდიას გარშემო ჩანს, იკვეთება, რომ სიმართლე ცალმხრივი არ არის. 

"ეს ოთხი თვის წინ მოხდა, თუ ერთი თვის წინ,  საკმაოდ მძიმე კადრებია. ამავე დროს, საჭიროა, გამოძიებამ ობიექტური ინფორმაცია მოგვცეს. პარლამენტი მზადაა, რომ გარკვეული მონიტორინგი და დაკვირვება განხორციელდეს. ვფიქრობთ, მასალები გამოვითხოვოთ, რომელიც საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.  თუკი ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, დასვას და პასუხებიც მივიღოთ,  ობიექტურად ვნახოთ, რა ხდება და არა ისე, ცალმხრივად გავრცელებული სიმართლით, არამედ რეალურად რა მოხდა. მომხრე ვართ, რომ   ობიექტური რეალობის შემდეგ, ძალიან პრინციპული პოზიცია გვქონდეს", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 13 მაიის შარდენზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა, ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე გამოძება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც საქმის წარმოების პროცესში კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics