|
2017-05-24 14:17:47, 2043 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცნობით, ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბის“ ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა. გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები. გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ.-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო. ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)