|
2017-05-24 13:34:12, 1939 ნახვა
პოლიტიკა
კუბლაშვილი: ფარცხალაძის „გათეთრება“ არ გამოვა
„ფარცხალაძის „გათეთრება“ არ გამოვა, ეს ადამიანი დასვრის ყველას, რასაც შეეხება“,-ასე გამოეხმაურა „ ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი მთავარი აუდიტორის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს. კუბლაშვილის თქმით, ის მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს. "ფარცხალაძის გათეთრება არ გამოვა. ეს ადამიანი დასვრის ყველას რასაც შეეხება. ამიტომ თუ ვინმეს გეგმაში აქვს თორდია წარმოაჩინოს ცუდ ადამიანად და ფარცხალაძე ფრთიან ანგელოზად, ესეთი რამ არ ხდება. შევახსენებ მარტივ ნათქვამსაც, ყორანი ქვიშითაც რომ გარეცხონ არ გათეთრდება“,-განაცხადა კუბლაშვილმა. კუბლაშვილის თქმით, ის იყო თორდიასთან ერთად ბარში და შემთხვევა 6 თვის წინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორთა მტკიცებით, კადრებში ლაშა თორდიაა ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)