|
2017-05-24 10:51:01, 2019 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის სემინარი - ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” მიმდინარეობს. კალაძის თქმით, საქართველოს, ამ ქვეყნის წინაპრების ღირებულებები ჯდება იმ თანამედროვე, ევროპული მორალის და მსოფლმხედველობის სტანდარტში, რისკენაც საბჭოთა იმპერიის ტყვეობაში ყოფნისას ილტვოდნენ. ,,ევროპა ჩვენი სახლია- ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ბუნებრივი სივრცეა. საქართველო იმყოფება საინტერესო და ამავდროულად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საუკუნეებია ჩვენზე გადის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გზები, ინტერესები და გავლენები. ჩვენი თვითმყოფადობა და უნიკალურობა სწორად ამ მრავალფეროვნებაშია, სწორ პრიორიტეტებში და მისწრაფებებში. ჩვენი ღირებულებები- ჩვენი წინაპრების ღირებულებები ჯდება იმ თანამედროვე, ევროპული მორალის და მსოფლმხედველობის სტანდარტში, რისკენაც ვილტვოდით საბჭოთა იმპერიის ტყვეობაში ყოფნისას. ჩვენ დავბრუნდით. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ვინაიდან მხოლოდ განახლება, მხოლოდ თანამედროვე მსოფლმხედველობა, ჯანსაღი პატრიოტიზმი და ტოლერანტობა დაგვაბრუნებს ჩვენს ჩვეულ გარემოში”,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა. ,,როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი. "ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერით, ჩვენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოწვევას საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც მოჰყვება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის”,- განაცხადა კახი კალაძემ. ამასთან, კალაძემ, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. ,,როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ძირითად პლატფორმას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მის ენერგეტიკულ ბაზარს. გაერთიანების წევრობა პოზიტიური სიგნალია ინვესტიციების მოზიდვისთვის. ენერგეტიკის სექტორის მაგალითი თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მიიღო ვიზალიბერალიზაცია და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა. ხელისუფლების ყველა შტომ, საზოგადოების ყველა წევრმა, ყველამ -თავის ადგილზე და თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ შეისისხლხორცოს, გაითავისოს და ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ეს ოჯახი გვაძლევს. ჩვენი ერის დიდი მამები- დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა- ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და მრავალი, მრავალი საქართველოს სიყვარულით გულანთებული პატრიოტი, ხედავდა ერთიანი საქართველოს მომავალს, ჩვენ მათი ოცნებები უნდა ვაქციოთ რეალობად და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თანამედროვე, დემოკრატიული, ეროვნული ფასეულობების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე განვითარებული და თავისუფალი ქვეყანა”,- განაცხადა კახი კალაძემ. სემინარს 80-მდე მონაწილე ესწრება.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)