|
2017-05-23 17:56:41, 1702 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. თურქეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი. „საქართველოს თურქეთთან ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას. ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ასე რომ ეს ჩართულობაუაღრესად ხელშემწყობია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის",–აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)