17:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:45:29, 2193 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
„უნდა გავთავისუფლდეთ ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს“

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვილელებებთან მიმართებაში, პრეზიდენტი პირველივე დღიდან სწორედ კონსენსუსური დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ აქვს გაკეთებული.

"მოგეხსენებათ ბერლინში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა. კომისიის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუცია იყოს სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები, წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გამოვნახოთ გზა და შევქმნათ საერთო ეროვნული თანხმობის კონსტიტუცია, რომელიც ყველასია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდებაც", - დასძინა მიშველაძემ. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics