|
2017-05-23 10:46:27, 1921 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი, ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი,სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი, ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)