|
2017-05-23 10:30:07, 1789 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობას თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანადგომას უცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას. „მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“,-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, 59 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)