13:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:44:35, 2106 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადაერთო საქმის სასურველად შეკერვაზე

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადართულია არა პასუხების გაცემაზე, არამედ საქმის სასურველად შეკერვაზე.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პარლამენტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარცხალაძის სიტუაციიდან „გამოძვრენას“ ცდილობენ.

"ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში გვემუშავა და ობიექტური პასუხები არსებულ კითხვებზე გაგვეც,  ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა პარლამენტიდან დაწყებული, პროკურატურით გაგრძელებული და ახლა შსს-ც, გადასულია ისეთი საქმის შეკერვაზე, რომელიც აწყობთ მათ, რომ ფარცხალაძე სიტუაციიდან გამოაძვინონ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ცუდი არა ფარცხალაძის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ. სახელმწიფოში ვიღებთ ძალოვანს, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს და რომელიც ძალიან სერიოზული დანაშაულისთვის არანაირ ფასს არ გადაიხდის.  ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადაერთო არა პასუხების გაცემაზე, არამე საქმის სასურველად შეკერვაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics