|
2017-05-20 13:23:00, 1789 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს, რომელიც იორდანიაში იმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვები. სპიკერებმა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)