|
2017-05-20 10:57:15, 1984 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან გამართა. მინისტრმა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" პრაქტიკის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე იძლევა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)