|
2017-05-19 16:33:03, 1783 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობი განიხილეს. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა. საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალურია რეგიონული თანამშრომლობაც. 2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მოგილოვის ოლქს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება, ხოლო 2015 წელს დამეგობრდნენ ქალაქი ბათუმი და ქალაქი ბრესტი. ზურაბ პატარაძემ ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და რეგიონის ციტრუსის ექსპორტის საკითხებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა. მხარეებმა სხვადასხვა წინადადება განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე აჭარაში ბელარუსიდან შემოსული ტურისტების 25% ზრდა აღინიშნა, რაც ბოლო წლებში აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში აქტიურად მონაწილეობს და ყოველწლიურად ბელარუსიდან მოწვეულ ტურისტულ სააგენტოებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მიმდინარე წელს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება ინტერნეტ და გარე რეკლამა ქალაქ მინსკსა და ქალაქ ბრესტში. ,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც საქართველოსთვის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებთ ბელარუსის მთავრობის კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მიხეილ მიატლიკოვივი 2016 წლიდან ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)