13:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 13:30:44, 2180 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოიძე: სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში განხორციელებული ჩხრეკა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით,  სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში განხორციელებული ჩხრეკა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„ფაქტია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელია, გოგოაშვილი კი ისევ თანამდებობაზე და ამ დროს ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში ხორციელდება რამდენიმე საათიანი ჩხრეკა, სადაც იარაღს პოულობენ, ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. ფაქტია რომ ქალბატონო წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა. ვინაიდან იგი იხილავს ბევრ ისეთ საქმეს რომელიც ივანიშვილის კომფორტის საქმეს არ წარმოადგენს. თუნდაც იგივე „რუსთავი 2“-ის საქმე. როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი შეაჩერა“, - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics