10:09 - 14 Aug, 2026
|
2017-05-18 20:23:29, 2129 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და კომისიის შექმნის საკითხი შემდეგ განვიხილოთ
„საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და კომისიის შექმნის საკითხი შემდეგ განვიხილოთ“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თორდია-ფარცხალაძის საქმეს. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების“ პოზიცია ცალსახად ჩამოყალიბებულია. „პარლამენტის თავმჯდომარემაც თავისი პოზიცია დააფიქსირა. პირველ რიგში, ეს როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და უნდა ხდებოდეს, საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. შეფასებები მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც სიმართლე გაირკვევა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)