|
2017-05-18 13:00:42, 1843 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე ზალბერზე: ვფიქრობ, ამ ამბის ლოგიკური გაგრძელება სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერის ქმედება სრულიად მიუღებელია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებაა: "ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება. შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან, ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის, რომ ჩანაცვლდეს პროცესში მონაწილე კონკრეტული პირი სხვა კანდიდატით'", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)