|
2017-05-18 09:36:27, 1906 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-სგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და საქართველომ ტერიტორილი მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, მკაფიო გზავნილები მიიღო: „შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა და ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტტეტის მხარდაჭერის თაობაზე,ასევე სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობთ, ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა აშშ-ში საერთოდ ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, და მინდა, გადავუხადო მას დიდი მადლობა და საელჩოს მთლიანობაში იმიტომ, რომ ვიზიტი იყო ძალიან კარგად მომზადებული არა მხოლოდ ეს ვიზიტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მას წინ უძღოდა“,-განაცხზადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)