|
2017-05-16 15:44:43, 2043 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება მაქვს
დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Twitter-ზე ეხმაურება. აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის სრული უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, ტრამპი მიესალმება რუსეთის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. "როგორც პრეზიდენტს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, მინდოდა ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმსა და ფრენების უსაფრთხოებას ეხება, რუსეთისთვის გამეზიარებინა, მე ამის აბსოლუტური უფლება მაქვს. ასევე, მინდა, რომ რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგას ისლამური სახელმწიფოსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა. აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები (NSA) საკითხზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)