|
2017-05-16 14:30:06, 2046 ნახვა
სამართალი კომენტარი
კობახიძე თორდიას საქმეზე: თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ მიდის გამოძიება, რეაგირება გვექნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას საქმის სათანადო და დროული გამოძიება მოხდეს. მისივე თქმით, თორდია-ფირცხალაძის საქმე განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება და მაქსიმალურად მიაქცევენ ყურადღებას, რომ გამოძიების პროცესი სწრაფად წარიმართოს. "ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი, განსაკუთრებით პარლამენტისთვის გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან. ამიტომ, განსაკუთრებული მონიტორინგის, მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს პარლამენტისთვის. მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდსმცავ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე. ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულის გამოძიების გარდა იმისათვის, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფა,-აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება მოცემულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, კობახიძის განცხადებით, დააკვირდებიან გამოძიების მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. "თუ დავინახავთ, რომ საჭიროა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს პროცესი. თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, გვექნება ის რეაგირება, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის", - აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, რომელსაც ითხოვენ, კობახიძე ამბობს, რომ იურიდიული კვალიფიკაციაც მათი ინტერესის საგანია. "არის სხვადასხვა მუხლი, რომელიც შეიძლება თეორიულად მხედველობაში მივიღოთ.თუ სამსახურებრუვ მოვალეობას უკავშირდება კონკრეტული ფაქტი, შეიძლება სხვა მუხლითაც დაკვალიფიცირდეს.ამ ეტაპზე კონკრეტული მუხლითაა აღძრული ეს საქმე. მთავარია, საბოლოო ჯამში სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს და ესეც იქნება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ",-განმარტა კობახიძემ.
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)