|
2017-05-15 22:12:40, 1883 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთში
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრ პეტერ გაიდოშთან და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ივან კორჩოკთან. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრებზე სლოვაკეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, სლოვაკეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სლოვაკეთის ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას. სახელმწიფო მდივანმა ივან კორჩოკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მნიშვნელობას და საქართველოს, როგორც პროექტის მონაწილე ლიდერი ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)