10:55 - 14 Aug, 2026
|
2017-05-15 20:03:49, 1839 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სლოვაკეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები გვაერთიანებს
გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სლოვაკ კოლეგებთან ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილა. „ჩვენ ჩამოვედით მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც გვაერთიანებს ბევრი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი. პირველ რიგში, ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ორმხრივ თანაშრომლობას, რომელსაც ძალიან ბევრი ასპექტი გააჩნია. ასევე, ჩვენ იმ მომავალი, სტრატეგიული, მნიშვნელოვანი მიმართულებების კოორდინირებას ვახდენთ, როგორიცაა ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტები'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში 17 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)