|
2017-05-15 16:43:28, 2503 ნახვა
სამართალი კომენტარი
ოქრუაშვილი: სააკაშვილი ამბობდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ახალაიას და სანოძის დასჯა გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა
სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა არ სურდა თანაგუნდელების, მათ შორის დათა ახალაიას დასჯა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკაში მყოფი მისი და დაუკავშირდა და გარდაცვალების დეტალების დაზუსტება სთხოვა. "მაშინდელი შსს მინისტრთან და მისი მოადგილესთან დაკავშირებით, დეტალების გარკვევის მერე ცალსახა გახდა, რომ დათა ახალაია, ვასილ სანოძე და რამდენიმე პირი, ამ საქმეში იყო ჩართული, რაზეც საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ესაუბრა გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე. მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა საქმის დეტალები, მაგრამ არ სურდა თანაგუნდელების დასჯა, მათ შორის დათა ახალაიასი. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, სანამ საზოგადოებას ფარსის მატარებელ ვერსიას შესთავაზებდნენ, მე მას ვესაუბრე. ემოციური საუბარი იყო. როგორც ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ. ვანო წუხდა შვილის ემოციის გამო და რამდენჯერმე ცრემლიც წამოუვიდა. არაერთხელ განვიხილე მიშა სააკაშვილთან ეს საკითხი. თავიდან სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, მაგრამ შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანების დასჯა ქვეყნის და გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა. როდესაც ერთ-ერთი შეხვედრიდან მიშას კაბინეტიდან გამოვდიოდი, მისაღებში დამხვდნენ ახალაია და სანოძე. მივხვდი, რომ საქმე ეხებოდა გირგვლიანის თემას, უკან შევბრუნდი და ვითხოვე, რომ დავსწრებოდი ამ შეხვედრას, რამაც მიშა გააღიზიანა და კაბინეტის დატოვება მომთხოვა. გამოსვლის შემდეგ მიშას კაბინეტიდან ხმაური შემომესმა", - აღნიშნა ოქრუაშვილმა. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ციხეში მათთვის სრული კომფორტის შექმნისა და სწრაფი გათავისუფლების პირობა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მისცა. "ამის პირობა გასცა თავად მიხეილ სააკაშვილმა და ციხეში მათ უნდა შექმნოდათ სრული კომფორტი და მალევე უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა არჩევნების წინა პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც შეკრებილები იყვნენ მერაბიშვილი, ბოკერია, ლომაია და სხვები. მათ ჰქონდათ პრეტენზიები ჩემ მიმართ, რატომ ვეხმარებოდი გირგვლიანის დედას და რატომ ვიყავი ასეთ პოზიციაზე. ერთ-ერთი აქციის დროს შევჩერდი რუსთაველზე გირგვლიანის დედას გავესაუბრე და მათი პრეტენზია სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა. მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ დამნაშავეები მერაბიშვილის ცოლი და ახალაია არ დაისჯებოდნენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)