|
2017-05-15 11:49:11, 1702 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება
„გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივს“ განუცხადა. მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ მოვლენებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ, რათა რაიმე სახის გართულება და ექსცესები თავიდან იქნეს აცილებელი. „ჩვენს ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ დაპირიპისრება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას არ არ შეეცდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ, დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)