|
2017-05-12 20:08:42, 1804 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემთხვევაში აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა
„უკვე გამოვლინდა ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მუშაობაში ქვაკუთხედი იქნება“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სტრასბურგში ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დოლიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკებსა და კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციას. "საუბარი შეეხო ქორწინების დეფინიციას, რომლის ევროპული სტანდარტი არ არსებობს და ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს, ამ მიმართულებით რა ჩანაწერს გააკეთებს კონსტიტუციაში", - განაცხადა ანა დოლიძემ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბერლინში კონფერენცია გაიმართება, სადაც უფრო დეტალურად მოხდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა. „შეხვედრაზე ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კრიტიკული მოსაზრებები არ გამოთქმულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველობის ასეთ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, აუცილებელია, საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს და აღმასრულებელ მდივანს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)