14:06 - 08 May, 2026
|
2017-05-12 17:14:25, 719 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა. მედიის ცნობით, პუხაევი ამ ეტაპზე დე-ფაქტო ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელია. ერიკ პუხაევის „პოსტზე დამტკიცება“ ორშაბათს, დე-ფაქტო საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში დგას. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა 24 აპრილს „გადადგა“, მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ანატოლი ბიბილოვმა დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)