17:12 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 13:42:12, 2114 ნახვა

კომენტარი
იზორია ე.წ. საზღვარზე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქმედება არის უკანონო

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ის ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების აღმართვის შესახებ ინფორმირებული არაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქმედება არის უკანონო. 

„ყველანაირი განცხადება იქნება, თუ ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არალეგიტიმური. შესაბამისად, მსგავს განცხადებებს არავითარი საერთაშორისო გამართლება არ აქვს" - დასძინა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ცხინვალის მხარე ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics