|
2017-05-12 09:06:49, 1919 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ესტონელ კოლეგა იური რატასთან. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთის პრემიერი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებიან.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)