|
2017-05-11 15:50:41, 2094 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვება გარანტირებული აქვს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ეკა ბესელიას მოსაზრებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს მას წაერთვა უფლებამოსილებები მის მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების გამო. „ის წარმოაჩენს ვითარებას ისე, რომ პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნების არსებობის პირობებში, თითქოს გარანტირებული აქვს გამარჯვება“ , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციის მოქმედების პირობებშიც ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია, პირდაპირი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა. „რეალური ვითარება არის ისეთი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში გაიმარჯვებს „ქართულ ოცნების“ - მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატი. არ ვფიქრობ, რომ მოქმედ პრეზიდენტს, საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, აქვს გამარჯვების შანსი. ჩვენ ვამბობთ უარს იმ რეალურად მისაღებ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც, „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატის წარდგენის პირობებში მიაღწევდა’, - განმარტა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებს თან ახლავს ბიუჯეტიდან გაუმართლებელი ხარჯები. „არაპირდაპირი წესით არჩევნების შემთხვევაში, გამოთავისუფლდება სწორედ ეს გაუმართლებელი ხარჯები, რასაც დღეს ქვეყნის ბიუჯეტი იღებს. მანდატი, რომელიც არჩევნების შედეგად მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა, არის მავალდებულებელი მანდატიც, რომელიც გულისხმობს შეცვალოს არსებული არასწორი, წინააღმდეგობრივი, კოლიზიური ნორმები კონსტიტუციაში, შეცვალოს ის მოდელი, რომელიც დღეს არსებობს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ეს არის სისტემური გადასვლა ახალ, საპარლამენტო მოდელზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს ამ სისტემაში დავინახოთ პრეზიდენტის არჩევის წესის არსებობა.
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)