|
2017-05-11 13:36:21, 2048 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია
იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას არაფერი ეწერა განსაკუთრებული, - ამის შესახებ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული. ”არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. გია ცერცვაძის შემთხვევაშიც, არ უნდა ხდებოდეს”,- განაცხადა რატიანმა. აღსანიშნავია, რომ სერგო რატიანის ზემოხსენებულ სიტყვით გამოსვლას, დარბაზში ხმური მოჰყვა. ამის შემდეგ რატიანმა დამსწრე საზოგადოებას კითხვით მიმართა: ”ლუჟკოვი უნდა დადიოდეს ამ ქვეყანაში?". შემდგომში დეპუატატმა საუბარი კონსტიტუციის პროექტზე გააგრძელა.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)