11:35 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 13:19:14, 2199 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტზე: დაჯგუფება, სახელით „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს იქ ადამიანებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტს პასუხობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანაზე არაერთი კონსულტაციაა გამართული და დღეს მათ უსაფუძვლო პროტესტისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები უბიძგებენ.

მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ხელს ვერავინ შეუშლის.

„ეს არის გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეყავთ შეცდომაში, იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობისგან დაახლოებით 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ფასანაურში, ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს  შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გადაყვანა სცადეს. აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცათ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქეც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics