|
2017-05-10 15:11:19, 2140 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ატლანტიკური საბჭოს“ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა
„როგორ შევიძინოთ მეგობრები და გლობალური მასშტაბით როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ – ასეთი სათაურით საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი „ატლანტიკური საბჭოს“ ვებგვერდზ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამების დაფინანსების შემცირებას აკრიტიკებს. ავტორი წერს, რომ გადაწყვეტილება არამართებულია. ამასთან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ღნიშნული პროგრამები ხალხთა შორის დიპლომატიის გაძლიერებას და აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვებას უწყობს ხელს. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი წერს, რომ საქართველოში ყოფნის დროს პირადად გახდა მოწმე იმისა, თუ რა სარგებელი მოაქვს გაცვლით პროგრამებს. საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი და დღევანდელი მთავრობის წევრების უმრავლესობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკული პროგრამების კურსდამთავრებულია. ამერიკული პროგრამების დამთავრების შემდეგ კი, ამ ადამიანებმა კორუფციული და ვირტუალური სახელმწიფოდან, საქართველო სტაბილურ დემოკრატიად აქციეს. ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო აშშ-ისთვის რეგიონში სანდო მოკავშირე და საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხოების კუთხით ღირებული პარტნიორია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)