|
2017-05-10 01:50:47, 2142 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან "აუდიტორია 115"-ის წევრები ტყიბულელი მეშახეტეების სოლიდარობის აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი იყო, ის რომ აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე ავტომობილების სავალი გზის დაკავება სცადეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა აქცის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციის მანქანში ჩასვეს და მიმდებარე ტერიტორიდაან წაიყვანეს. აქციის მონაწილეები პარლამენტს და მთავრობას შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხზე სამუშაოების დაწყებისკენ უბიძგებენ. პარლამენტის შენობასთან ასევე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და კონსტიტუციონალისტები. მათი განცხადებით, დროულად უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია და არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. დღეს, ტყიბულის მინდელის შახტაზე დღეს ოთხი მუშა დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)