|
2017-05-09 22:26:26, 2043 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა
აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა. აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრ, სენატორ ტომ კოტონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. სენატორმა გამოხატა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)