|
2017-05-09 14:25:40, 2323 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: ყველანი ვიამაყებთ, რომ გვაქვს ხალხის ინტერესებზე გათვლილი და არა ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუცია
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება ხორციელდება არა რომელიმე კონკრეტული პერსონის გამო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელიდან გამომდინარე. მისივე განმარტებით, საპარლამენტო მმართველობისას, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო უნდა გაძლიერდეს და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ამ მოდელთან შეუსაბამობაშია: „რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ მოდელის კონსტიტუციაშიც ის უფლებამოსილება, რაც წინა ხელისუფლებამ დაუტოვა კონსტიტუციით პრეზიდენტს, როდესაც სუპერ ძლიერი პრემიერის მოდელი შექმნა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეასუსტა, შეუსაბამოა დღეს არსებული უფლებამოსილებების თავლსაზრისით პირდაპირი არჩევის წესთან. მით უფრო, როდესაც ჩვენ ამ ცვლილებებს ფრაგმენტულად კი არ უნდა შევხედოთ, უნდა შევხედოთ იმ მოდელში, რასაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლიკა. თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა საპარლამენტო ძლიერ მმართველობაზე გადავიყვანოთ, რაც ნიშნავს სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს გაძლიერებას, აქ სწორედ პირდაპირი არჩევნები არაა შესაბამისობაში ამ მოდელთან. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პერსონებზე, არ ვსაუბრობთ სახელსა და გვარზე, ვამბობთ სისტემაზე, რომელიც უნდა მოერგოს საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, იმ სისტემაში უნდა დავინახოთ პრეზიდენტის ფუნქცია. მე ვერ გავიზიარებდი, რომ პრეზიდენტს ერთმევა უფლება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. მან არ გაიზიარა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს უფლებები ერთმევა, თუნდაც ომის გამოცხადების დროს. უბრალოდ, ბესელიას შეფასებით, ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კოლეგიური ორგანო უნდა იყოს ჩართული: „ძალიან ბევრ თქვენთაგანს ახსოვს საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს რაც მოხდა 2008 წელს. მაშინ ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს, რომ მოხდა პარლამენტისთვის დაგვიანებით მიმართვა, როცა პარლამენტს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გვახსოვს ასეთი წარსული და არსებობს სხვა ტიპის რისკებიც, ამიტომ ეს წესი აზღვევს ასეთი რისკებს. ყოველთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს დანახული სისტემურ ჭრილში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოლეგიური ორგანო უნდა იყოს ჩართული. აქ ვერ ვხედავ დასუსტებულ რგოლს, ვხედავ სისტემურად დანახულ ახალ ცვლილებას“,-აღნიშნა ბესელიამ. რაც შეეხება საკითხს, სუსტდება თუ არა საპრეზიდენტო მმართველობა, ბესელიას განმარტებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მთავარი არგუმენტი ის არ არის, რომ ხალხი ოდიოზურ ფიგურას აირჩევს. ბესელიას თქმით, აქ საუბარია ახალ სისტემაზე გადასვლაზე. ესაა-ეფექტური მთავრობა, ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული პრეზიდენტი. „ჩვენ ვაძლიერებთ საპარლამენტო მოდელს. ჩვენ არ გვითქვამს რომ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ხალხი ოდიოზურ ფიგურას აირჩევს, ჩვენ ვენდობით ხალს, ჩვენ გენდობით თქვენ, ვიცით, რომ ხალხი გონივრულ არჩევანს აკეთებს, ვამბობთ, რომ ახალ სისტემაზე გადავიდეთ, რომელიცაა ადამიანის ღირსებაზე აგებული, სადაც გვაქვს ეფექტური მთავრობა, ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული პრეზიდენტი. ეს არის მოდელი, რომელიც კონსტიტუციას გახდის ისეთს, რომ ყველანი ვიამაყებთ, რომ გვაქვს კონსტიტუცია, არა ერთ ადამიანზე მორგებული, არა ერთ პოლიტიკურ გუნდზე მორგებული, არამედ ხალხის ინტერესებზე, სისტემაზე, ქვეყნის მომავალზე გათვლილი დოკუმენტი, რომელსაც მჯერა მხარს დაუჭერთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ ზუგდიდში მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)