|
2017-05-09 11:04:29, 1971 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პენსიმ საქართველოს პრემიერს 872 ქართველისთვის, რომელიც ავღანეთში იბრძვის,მადლობა გადაუხადა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ, საქართელოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმს 872 ქართველისთვის, რომელიც ნატო-სთან ერთად ავღანეთში იბრძვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, პენსის თქმით, დონალდ ტრამპი, მათ შეხვედრას შეუერთდა, რათა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისალმებოდა და საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოეცხადა. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანდ რექს ტილერსონს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხვდება. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)