|
2017-05-08 18:20:04, 2419 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” წარდგება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” ქართული პროდუქცია პირველად გამოიფინება. 8 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, 8 ქართული კომპანია, ეროვნულ ნაწარმს ჩინეთში სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე HOFEX 2017 წარადგენს. HOFEX 2017 აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აერთიანებს. გამოფენას 38 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი კომპანიები: შპს „ქართული დაფნა“(დაფნისა და სუნელების წარმოება), შპს „ვოთერ ლენდი,“ (ბრენდირებული ქართული წყაროს წყლისა და ადგილობრივად დამზადებული ლიმონათის წარმოება), შპს „ფალავანი“(ღვინის წარმოება), შპს „არომაპროდუქტი" და შპს „გსკ ქულა“ (საერთაშორისო ბაზარზე წვენების, სოუსებისა და ჯემების წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებენ მნიშვნელოვან ადგილს), შპს „ნატექსი“ და შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“ (კომპანიები თხილის წარმოებით და გადამუშავებით არიან დაკავებულები) და შპს „ბბ კომპანი“ (საქართველოში გადამუშავებულ არომატულ ყავას წარუდგენს ფართო საზოგადოებას ჰონგ-კონგში). სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით. (NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)