22:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 23:09:14, 2115 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა და ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

„ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მის ოპონენტს ემანუელ მაკრონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა, - ამის შესახებ Figaro იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მარინ ლე პენი საკუთარი ამომრჩევლების წინაშეც წარსდგა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ემანუელ მაკრონს კი წარმატებები უსურვა 

„წარმატებას ვუსურვებ ჩემ მეტოქეს საფრანგეთის მართვაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში.ეს ისტორიული შედეგები, ჩვენს პარტიას ოპოზიციაში აყენებს. პირველი ტური იყო დემონსტრირება საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრებაში არსებული დაყოფის. მეორე ტურში, ეს აღნიშნავს პატრიოტების გაერთიანებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანია. სწორედ ამ მოწოდებით მივმართავდით ფრანგებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენთან არიან ისინი, ვისაც სურდა საფრანგეთის დაცვა, მისი კეთილდღეობა, მისი სუვერენიტეტი, სოციალური მიღწევები.ჩვენ ქვეყანას სჭირდება ის ზომები, რომელსაც ჩვენ გთავაზობდით  და სჭირდებით თქვენ, რათა დღესვე ჩავერთოთ პოლიტიკურ ბრძოლაში , გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს რესპუბლიკას",- განაცხადა ლე პენმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics