|
2017-05-07 17:29:43, 1991 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა
თბილისში, რიყის პარკში, 12:00 სთ-დან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეფუძნება. 15:00 საათზე ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ევროკავშრის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს მოგესალმოთ ამ ღონისძიებაზე, ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირის შექმნიდან 60 წლისთავს და ასევე სქართველოსა და ევროკავშირის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან მრგვალ თარიღს.თუმცა, ჩვენ მარტო წარსულში არ უნდა ვიხედებოდეთ, უნდა ვიხედებოდეთ მომავლისკენ. დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესაა მგზავრობის, სწავლის, ახალი ბიზნესების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები და სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული“,-განაცადა იანოშ ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)