|
2017-05-07 13:31:03, 1957 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: ზეპარტიული სინამდვილეში ნიშნავს უმოქმედო პრეზიდენტს, რომელიც არ დაადებს ვეტოს კანონებს
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის წევრები ამჯერად ჩოხატაურის მოსახლეობას ხვდებიან. „როცა ვლაპარაკობთ პრეზიდენტზე, თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მთავრობის ხელში ან პარლამენტში ერთი პარტიის ხელში არ მოხვდეს ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია, რა უშლის ხელს, რომ პრეზიდენტთან დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომელიც დღესაა განსაზღვრული, მითუმეტეს, რომ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დღეს პრეზიდენტს ისედაც არაფერი ეკითხება. მთავარი პრობლემა, რასაც პრეზიდენტი დღეს ქმნის, ესაა ვეტოს უფლება. მადლობა ღმერთს, ქამდე არ წავიდა „ქართული ოცნება“, რომ ვეტოს უფლება წაერთვა, მაგრამ მთავარი ვეტოს უფლებაა, ზეპარტიული სინამდვილეში ნიშნავს უმოქმედო პრეზიდენტს, რომელიც არ დაადებს ვეტოს კანონებს. ესაა მთავარი. ზეპარტიულის უკან ეს იმალება და თუ ეს გვინდა, კიბატონო“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)