|
2017-05-06 12:46:49, 2204 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტის კანონს. მისი განმარტებით, ეს არის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც ძალაში იქნება 2017 წლის ფისკალური წლის დასრულებამდე. „აღნიშნული აქტის ხელმოწერა არის განსაკუთრებული საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო და მას აქვს პოლიტიკური და ფინანსური განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით - საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არის მოცემული. ტექსტის თანახმად ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს შესაბამის ქვეყნებს და სიას და, შესაბამისად, თუ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძის თქმით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის მთავარი მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს, რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ ანგარიშს, ოკუპაციასთან დაკავშირებით სავარაუდო დანახარჯებს. „ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილია არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე კანონი გამოყოფს დამატებით დაფინანსებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის როგორც ევროპასთან ასოცირების სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, ასევე საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირების მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)