|
2017-05-05 14:09:43, 1839 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ბიუჯეტი შესაძლოა გაიზარდოს
აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 1 116 200 (+15%) ლარით გაიზარდოს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 8 557 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს, დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 441 800 ლარს შეადგენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართება. განხილვას ტურიზმის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. 2018 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ სარეკლამო და პიარ კამპანიებში 6 094 700 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 929 700 ლარით (+18%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 5 594 700 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება. დეპარტამენტი 2018 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 195 000 ლარს დახარჯავს. შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2018“. აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2018 წელს, ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე. შემდეგი წლისთვის სიახლე იქნება სასწავლო ვიდეო რგოლების შექმნა კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის. 2018 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. 2018 წლისთვის დეპარტამენტი ასევე გამოიკვლევს აჭარაში მყოფ უცხოელ ტურისტებს და დაადგენს მათი საჭიროებების, კმაყოფილებისა თუ რეგიონში ყოფნისას შექმნილი პრობლემების დონეს. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 275 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. დეპარტამენტი 2018 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 517 000 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს სოფლის ტურიზმისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართება. განხილვას ტურიზმის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)