|
2017-05-05 13:43:01, 1882 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: საქართველოში ევროპული სკოლა იქნება გზა ევროპული უნივერსიტეტებისაკენ
2018 წელს საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ისაუბრეს. „ჩვენ ევროპული სკოლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად ვართ მზად. ეს არის ძალიან სერიოზული, გამოკვეთილი პრიორიტეტი ევროპული კომისიისთვის და საქართველოს მთავრობისთვის. ევროპული სკოლის რეალიზაციის იდეა მიმართულია იმისკენ, რომ მულტი, ლინგვისტური პროგრამები შესთავაზოს საქართველოს, რადგან ევროპაში მრავალენოვანი გარემოს არსებობს და ევროპაში წარმატებისთვის რამდენიმე ენის ფლობა საჭიროა. ევროპაში მულტიკულტურული, მრავალწახნაგოვანი ისტორია არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია ამის მიწოდება“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა. მისი თქმით, საქართველოში ევროპული სკოლა საპილოტე პროექტია. „ჩვენ ამ სკოლისთვის შევარჩიეთ საქართველო და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვა. ეს გულისხმობს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის შემდგომ გამყარებას და თუ აღნიშნული პროექტი წარმატებულად განხორციელდა, ჩვენ მოვახდენთ მის ტირაჟირებას, როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებშიც. აღნიშნული ინიციატივა როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დახვეწონ თავიანთი ცოდნა, და შემდეგ ეს იქნება გზა ევროპული უნივერსიტეტებისკენ“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)