|
2017-05-05 11:17:30, 1791 ნახვა
პოლიტიკა
ლისაბონში ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს
ლისაბონში საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოფენა მოეწყო. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსა და კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-ს ორგანიზებით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ მიმართა. ელჩმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „საქართველოს ევროპული დღის წესრიგი". ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „საქართველოს ევროპული ფურცლები". მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეო-რგოლი. საიუბილეო მიღებას პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და მედია საშუალებები ესწრებოდნენ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)