|
2019-05-26 16:46:58, 2285 ნახვა
რეგიონი
26 მაისს, ზუგდიდში შსს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, თვალი გადაავლონ ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან იწყება. ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით გამართავს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდება სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდება- აუდიო სტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინო მუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ მასალებს ყურსასმენების საშუალებით გაეცნობიან. ,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით მოედანზე სტრატეგიული თამაში ჩატარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში აწყობს კიდევ ერთ საგამოფენო პავილიონს სახელწოდებით ,,ქვეყნის უსაფრთხოება“, სადაც სტუმრები სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარმოდგენილ პრეზენტაციებს ნახავენ. ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვისაც. სპეციალური სივრცე დაეთმობა კამპანია ,,მეტისიცოხლისთვის“ ფარგლებში საბავშვო ზონას, სადაც მათ საგზაო მოძრაობის წესების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება რბოლაც. ტერიტორიაზე განთავსდება საცოცი კედელი, სადაც მეხანძრე -მაშველი ბავშვებს საჭირო რჩევებს მისცემენ. 17.10 წუთზე, ზუსტად იმ დროს როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიან საზეიმო აღნიშვნას ზუგდიდიც შეუერთდება. კულმინაციის შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი დაიწყება რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი ვაკის პარკი და ნათია თოდუა. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)