17:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 19:27:48, 1996 ნახვა

პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგით 90 -ზე მეტი კანონპროექტი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები იყო წარმოდგენილი.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ რიგ კანონპროექტებზე იმსჯელებს.

ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე.

ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება.

საორგანიზაციო საკითხთა შორის ასევე წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიშები.

პლენარული სხდომა 3 მაისს 12 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics