|
2017-04-29 15:48:31, 2318 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ კატასტროფა აგვაცილა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად'. "აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა. გარდა ამისა, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში - ყოველივე ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორი კომპაქტის წყალობით. 2009 წელს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ფართო და სულ უფრო მზარდი ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დადგენის მთავარ მექანიზმს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს - სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს. „ჩვენ ამერიკელი მეგობრების გვერდიგვერდ ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში, ასევე წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მომავალშიც ვიყოთ ჩვენს რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი. ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიული ტრაექტორიისა და მისი შეუქცევადობისადმი, რისთვისაც გადადგა არაერთი ნაბიჯი, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და დამთავრებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)