|
2017-04-29 12:45:48, 1962 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები ეწვევიან
საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან. საგარეო უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ტურის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები მოინახულებენ ოკუპაციისა და ეროვნულ მუზეუმებსა და ტექნოლოგიურ პარკს. მუდმივი წარმომადგენლები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან. გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სარფის გამშვებ პუნქტს. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმსაც დაათვალიერებენ და ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყოველ წელს სტუმრობენ. ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)