|
2017-04-29 12:20:52, 2090 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან
სუბარი: შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020- 2023 წელს, იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა. „როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რომ რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კი ბატონო, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, მაგრამ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით და თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება. ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან. მაშინ ბარემ გავასწოროთ და გავაკეთოთ ისეთი მოდელი, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. დევნილთა და განსახლების მინისტრი მაჟორიტარული სისტემის ცვლილების საკითხსაც გამოეხმაურა. „მე ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რის გამოც დათმობაზე მივდივართ ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია, ბევრი უჭერს ჩვენთან მხარს პროპორციულ არჩევნებს და პლიუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა. მე როგორც ერთი-ერთი ისტორიული კუთხის შვილს, მიმაჩნია რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის ჩემს სვანეთსაც ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ლაპარაკია მაგალითად ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)