|
2017-04-28 11:05:53, 2127 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
2017 წლის 22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი. ფორუმის მთავარი თემაა ლიდერობა და შესაბამისად, სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სწორედ ლიდერის თვისებები და შესაბამისი გამოცდილება იყო. მოწვეული ექვსი სპიკერი სხვადასხვა სფეროს მოწინავე წარმომადგენელია:
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრება 800-მდე სტუმარი 14 ქვეყნიდან, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, დელეგატები სახელმწიფო სექტორიდან და ჟურნალისტები. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი საინტერესო ბიზნეს-ღონისძიება ტარდება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ დელეგატებს სხვადასხვა სექტორიდან. პაშა ბანკი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს პროექტებს. აღნიშნული ფორუმის თემატიკა და მოწვეული სპიკერები ცალსახად საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებენ დელეგატებს. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი სხვა წამყვან ორგანიზაციებთან ერთად ამ ღონისძიების პარტნიორია.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. „ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნეს ფორუმი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნესის, სახელმწიფოს და მედიის წარმომადგენლებს. იქედან გამომდინარე, რომ ფორუმის მთავარი თემა იქნება “ლიდერობა”, სპიკერების შერჩევისას სწორედ ამ კრიტერიუმზე შევჩერდით. აღნიშნული ფორუმი შექმნის პლატფორმას, რომელიც დელეგატებს საშუალებას მისცემს საშუალებას, მოისმინონ და გაიზიარონ მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს სპიკერების და წარმატებული ადამიანების გამოცდილება“, – განმარტავს გუგა კობახიძე, კომპანია „IBF“-ის დამფუძნებელი. ღონისძიება 2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმში სასტუმრო ეიფორიაში გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების და პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ-გვერდზე: ibf.ge.
(R)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)